პროექტის სახელწოდება:სივრცული ფიგურები ჩვენს ირგვლივ
Add caption |
პროექტის აქტუალობა:მოსწავლე ეცდება გაიგოს ფიგურათა თავისებურებანი,თვისებები და შესაძლებელია თუ არა მისი ფორმის შეცვლა.
პროექტის მიზნები: მოსწავლე გაეცნოს გეომეტრიულ ფიგურებს,დაამყაროს კავშირი,აღმოაჩინოს მსგავსება გეომეტრიულ ფიგურებსა და მის გარშემო მყოფ ობიექტებს შორის.მოიძიოს ინფორმაცია მის მიერ არჩეული ობიექტის ან მის მსგავს გეომეტრიულ ფიგურის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:10 წლის
ვადები/ხანგრძლივობა:მოსწავლეები ნამუშევრის მონახაზს წარმოადგენენ ერთ კვირაში,ხოლო დასრულებული სახით ორი კვირის ვადაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ სივრცული ფიგურა,აღწერონ და გამოსახონ იგი,დაინახოს მსგავსება გარე სამყაროსა და მათთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს შორის.ისწავლიან გუნდურ მუშაობას,ერთმანეთის დახმარებას,ერთმანეთის აზრის გათვალისწინებას.
შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვას პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი.წიგნები.ფოტოაპარატი,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოიძიონ მასალა ინტერნეტიდან და იმ საგნებსა და ობიექტების შესახებ რომელთაც გეომეტრიული ფიგურა აქვთ.
შეაგროვონ მათ გარშემო არსებული საგნების სურათები.
გაეცნონ მათმიერ არჩეულ ფიგურებს,დაიხმარონ საჭირო ლიტერატურა.
იმუშაონ გუნდურად,მუშაობისას ერთმანეთს მისცენ რჩევები და გაუწიონ დახმარება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:შეუძლიათ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,აღწერა და გამოსახვა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა გოგოშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanagogoshvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nana-ict2.blogspot.com/
No comments:
Post a Comment